თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატებმა" პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოში კომერციული ბანკების არაპროფილური საქმიანობის მეტი კონტროლისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციამ შეისწავლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება „...ისეთ სფეროს, როგორიც არის უძრავი ქონების სექტორში ბიზნეს აქტივობა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ მათი განხორციელება - აღნიშნული საქმიანობა არ შეიძლება განხორციელდეს არც ბანკისა და მისი შვილობილი ან მფლობელის/ჰოლდინგის სხვა საწარმოს მიერ. სწორედ მრავალი ქვეყნის გამოცდილებისგან განსხვავებით, საქართველოში არაპროფილური ბიზნესის ფლობა საბანკო სფეროსთვის ნებადართული საქმიანობაა, რომელსაც ბანკი ან უშუალოდ, ან შვილობილი კომპანიის მეშვეობით ახორციელებს... მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ბანკების არაპროფილური საქმიანობა დღეისათვის საგანგაშო ნიშნულს არაა მიღწეული, პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები ინვესტიციების ფორმირებისა და მოცულობის ნაწილში, კომერციულ ბანკებს უნდა აეკრძალოთ არაპროფილური საქმიანობის განხორციელება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: barristers.ge