კახეთი. ,,ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI-ს" ორგანიზებით, პროექტის - „გაიგე მეტი, შეცვალე დამოკიდებულება" ფარგლებში, სოფლებში ლამბალოში, ხაშმში, გიორგიწმინდასა და ნინოწმინდაში გაიმართა საჯარო შეხვედრები. იგი ადრეული ქორწინების, მოსალოდნელი შედეგების შესახებ დისკუსიებს მიეძღვნა. ასევე ნაჩვენები იყო ამავე საკითხებზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი. ,,საჯარო დისკუსიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა მსგავსი აქტივობების გაგრძელების საჭიროება, ყველაზე მეტად კი იქ, სადაც ინფორმაციის არანაირი წყარო არსებობს ამ თემების შესახებ. იგი წარიმართა თანასწორთა განათლების მეთოდებით, სიმულაციური სავარჯიშოების მეშვეობით ახალგაზრდებმა შეაფასეს და კრიტიკულად გაანალიზეს გენდერული თანასწორობისა და გენდერული სტერეოტიპების პრობლემა საქართველოში", აღნიშნავს პროექტის კოორდინატორი ანუკი მოსიაშვილი.
პროექტი ხორციელდება კახეთის სამოქალაქო ლიგის მხარდაჭერით გაეროს ერთობლივი პროგრამის მცირე გრანტების ფარგლებში.