ხუთშაბათს, 25 მაისს, 11:00 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), გამართავს ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრას (Zoom პლატფორმის საშუალებით) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან - „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან და დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებში 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ცვლილებების გათვალისწინებით, არაკომერციულ იურიდიულ პირთა რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიღწევის საკითხის განხილვის მიზნით.
შეხვედრა იმართება სსო მეტრის და "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების" პროექტების ფარგლებში და მისი მიზანია დამსწრეებისთვის ამ თემაზე ძირითადი ინფორმაციის მიწოდება, მათი კონსულტირება. შეხვედრა ასევე ითვალისწინებს როგორც პრეზენტაციის, ისე კითხვა–პასუხისა და დისკუსიის ფორმატს.
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია – აღნიშნული ბმულის საშუალებით, არაუგვიანეს 24 მაისისა.
მოცემული თემითა და სხვა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, აქტივისტებისა და უფლებადამცველების საარსებო გარემოსთან დაკავშირებული თემებით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაეცნოთ სსო მეტრის 2022 წლის ანგარიშს