თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, დღეს, საქართველოს პროკურატურის მიერ 2017-2018 წლებში სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის შედეგები წარადგინა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურის მიერ უწყების სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მაჩვენებელი, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს გაუარესებულია, - „პროკურატურის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ათი ამოცანიდან, 2018 წლის მდგომარეობით, ერთი ჩაითვალა შესრულებულად, შვიდი მეტწილად, ხოლო ორი ნაწილობრივ შესრულებულად. 2017 წელს გათვალისწინებული 127 ღონისძიებიდან სრულად შესრულებულია 87, მეტწილად შესრულებულია 20, ნაწილობრივ შესრულებულია 15, ხოლო შეუსრულებელია ხუთი ღონისძიება. პროკურატურის სამოქმედო გეგმით 2018 წელს გათვალისწინებული 119 ღონისძიებიდან, სრულად შესრულებულია 65, მეტწილად შესრულებულია 11, ნაწილობრივ შესრულებულია 11, ხოლო შეუსრულებელია 32“.
სრულად...
წყარო: https://idfi.ge