8 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიისათვის, კვლევის „ავტომობილით დედამიწის გარშემო" პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია, 2015 წლის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მიერ მოხმარებული საწვავის შესახებ.
მისამართი: თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასემინარო დარბაზი.