ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემა უმნიშვნელოვანესია მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის ყველა დონეზე. მოქმედი სტრატეგია ითვალისწინებს იმ კანონპროექტებისა და რეფორმის კონცეფციების მიღებას, რომლებიც ინიცირებულია ფონდის მიერ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში ჩადენილი უკანონო ქმედებების საპასუხოდ, მათ შორის ციხეებში წამება და ძალადობრივი საპოლიციო და საპროკურორო ქმედებები. ამდენად, მომდევნო სამი წლის მანძილზე ფონდის ადამიანის უფლებათა პროგრამა გააგრძელებს საქმიანობას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში.