სამცხე-ჯავახეთი. სამცხე-ჯავახეთში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიმართვას ავრცელებენ.
„მეგობრებო, ჩვენ, სამცხე-ჯავახეთში, მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სრულად ვიაზრებთ, მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩვენს ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობას და გვესმის, რომ ამ მდგომარობიდან გამომდინარე, ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომელთაც, ყველაფერთან ერთად, არ აქვს წვდომა, ინტერნეტზე, არ ფლობს სახელმწიფო ენას, არ სარგებლობს სოციალური ქსელებით და შესაბამისად ვერ ახერხებს სრულად მიიღოს ინფორმაცია, რომელიც სასიცოცხლოდ მნშივნელოვანი იქნება, მისთვის და მისი ოჯახისთვის.
ამიტომ, გთავაზობთ, თუ გყავთ, მეზობელი, მეგობარი, ნათესავი, ახლობელი ან საერთოდ, იცით თქვენს გვერდით, მცხოვრები ადამიანი (ოჯახი) რომელმაც, შექმნილი ვითარებიდან, გამომდინარე, დაკარგა სამსახური (თუ ქონდა) არ აქვს არანაირი შემოსავლი, რჩება საარსებო წყაროს გარეშე და ყველაფერთან ერთად, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ვერ ისარგებლა, სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციების მხრიდან გაწეული დახმარებებით (არ არის სოციალურ გაჭირვებულთა ბაზაში ან სხვა მიზეზით, ვერ მოხდვა დასახმარებელთა სიაში) დაგვიკავშირდით: მობილურით: +995 599 51 36 22 ან ქალაქის ტელეფონით: 0365 22 14 75.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში