თბილისი. „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" ე.წ. ფარული მოსმენების გასაღების მფლობელი სუბიექტის განსაზღვრის საკითხს ეხმიანება. „კანონპროექტების შემოთავაზებული ვარიანტებიდან ოპტიმალურად ის უნდა ჩაითვალოს, რომელიც ე.წ. ,,გასაღების" შსს-სა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორისათვის მიკუთვნებას ითვალისწინებს, ვინაიდან, პირველ რიგში, შსს არის ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც საზოგადოებივი წესრიგის დაცვაზე უნდა ზრუნავდეს და მას ამისთვის ეფექტიანი ბერკეტები უნდა ჰქონდეს; ხოლო პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ფუნქციასთან არათუ შეუთავსებელია გასაღების ფლობა, არამედ ესადაგება მას, რადგან ინსპექტორი პერსონალური მონაცემების დაცვას აკონტროლებს, ფარული მოსმენები კი პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უფლებას ზღუდავს", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში