თბილისი. 14 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2014 წლის პირველი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში პროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგი პროგრამების შესაბამისად: ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა; სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში სპორტული აქტივობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება–პოპულარიზაცია; სოციალური მეწარმეობა; სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მხარდაჭერის პროგრამა; საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში; კულტურულ–საგანმანათლებლო და აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა; ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა.
კონკურსის ფარგლებში პროექტების წარდგენა შესაძლებელია 14 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით.
18 თებერვალს, 12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დიდ საკონფერენციო დარბაზში შედგება საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსით დაინტერესებულ პირებთან.
მისამართი: თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზ. 9. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, II სართული, საკონფერენციო დარბაზი
კონსულტაცია:
ორშაბათი, 10:00–19:00 სთ – ნინო ხაზარაძე, ტელ: 577 13 20 00, L.Chkheidze@fondi.gov.ge
ოთხშაბათი, 10:00–19:00 სთ – ნათია სამხარაძე, ტელ: 577 13 20 05, N.Khazaradze@fondi.gov.ge
პარასკევი, 10:00–19:00 სთ – ილია ჩხეიძე, ტელ: 599 15 51 12, N.Samkharadze@fondi.gov.ge
საგრანტო კონკურსისა და აპლიკაციის შესვსების წესის შესახებ ინფორმაცია