თბილისი. „იდენტობა" ადამიანის ღირსებისა და უფლებადამცველთა ყოველწლიურ ჯილდოს აწესებს. ორგანიზაციის მიზანია „წაახალისოს ის ადამიანები ვინც 2013 წელს, დაკისრებული მანდატისა თუ სამოქალაქო აქტივიზმის ფარგლებში იცავდა „იდენტობას სამიზნე ჯგუფების" ღირსებასა და უფლებებს (ლგბტ ადამიანები, ქალები, კანონთან კონფლიქტში მყოფი და მზრუნველობას მოკლებული მოზარდები, შშმ პირები და ბოშათა თემის წარმომადგენლები)". დამატებით, ოთხი უფლებადამცველის გარდა, დაჯილდოვდება ერთი ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეთა აზრით, ყველაზე მეტად გამოიჩინა თავი განსხვავებულობის მიმართ შეუწყნარებლობით. ორგანიზაცია მოუწოდებს საზოგადოებას „2014 წლის 10 იანვრამდე დაასახელეთ ჟურნალისტი, სახელმწიფო მოხელე, სამოქალაქო აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი რომელიც თქვენი აზრით ყველაზე აქტიურად იცავდა ქალების, მოზარდების, შშმ პირების, ლგბტ ადამიანებისა და ბოშების უფლებებს. ასევე, დაასახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად დაგამახსოვრათ თავი შეუწყნარებლობითა და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე ძალადობით".
სრულად
წყარო: identoba.com