თბილისი.საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს პუბლიკაციას,
რომელიც საქართველოს წამყვანი ტელეკომპანიების შემოსავლებს ასახავს. საქართველოს კომუნიკაციის
ეროვნული კომისიისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად ორგანიზაციის გვერდზე აღნიშნულია,
რომ „2013 წლის თებარვალი-მაისის პერიოდში კერძო ტელევიზიებმა 21,751,009 ლარის ოდენობის შემოსავლის დეკლარირება მოახდინეს, რაც წინა წლის იმავე თვეების შემოსავლებს, დაახლოებით, 4.3 მილიონი ლარით ჩამოუვარდება. აღნიშნული თანხების 93% ტელეკომპანიებმა სარეკლამო შემოსავლებიდან მიიღეს".
ამავე პუბლიკაციაში
ორგანიაზცია მე–9 არხის გარშემო შექმნილ ვითარებასაც ეხმიანება: „ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მფლობელობაში მყოფი „მეცხრე არხი” პირველი სექტემბრიდან იხურება, თუ მას უახლოეს დღეებში მყიდველი არ გამოუჩნდა. პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ის არხის გაყიდვას ბოლო ათი თვის მანძილზე ცდილობდა, თუმცა, არხის თანამშრომლების თქმით, მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და მხოლოდ ორშაბათს შეიტყვეს, რომ ახალი სამსახურის ძიებას უნდა შეუდგნენ.
თუმცა ნაკლებ სავარაუდოა ასეთი მოკლე ვადა საკმარისი იყოს შესაფერისი ინვესტორის მოსაძიებლად. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც "მეცხრე არხმა” არსებობის მანძილზე ვერ შეძლო მნიშვნელოვანი სარეკლამო შემოსავლების მოზიდვა და უმეტესად მფლობელის (არადეკლარირებული) შემოწირულობებით გაჰქონდა თავი..."
სრულად
წყარო: transparency.ge