თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრი მსჯავრდებულ გია ალავიძის საქმის შესწავლას მოითხოვს, ნათქვამია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის
ვებგვერდზე.
პუბლიკაციაში აღნიშნულია: „გია ალავიძე იმ სკანდალური ვიდეოკადრების ავტორია, რომელიც 2009 წლის 25 მაისს გაშუქდა ტელეკომპანია „მაესტროს"
ეთერით, გადაცემაში - „პროფესია ჟურნალისტი". კადრებში ნათლად არის ასახული, როგორი პრივილეგიებით სარგებლობდნენ სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობისათვის მსჯავდებული პირები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სწორედ აღნიშნული ვიდეოკადრების გასვლის შემდგომ დაიწყო გია ალავიძის დევნა, რასაც მოჰყვა მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა".
ადამიანის უფლებათა ცენტრმა, როგორც ვებგვერზეა აღნიშნული,
შეისწავლა აღნიშნული საქმე და მიიჩნევს, რომ მთავარმა პროკურატურამ და პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უნდა შეისწავლოს აღნიშნულ საქმეში არსებული
დარღვევები და მოახდინოს რეაგირება.
სრულად
წყარო: humanrightshousetbilisi.wordpress.com