სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, პარტნიორ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად იწყებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის განხილვებს რეგიონებში.
განვითარების სფეროში დღეს არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების საკითხზე ფართო მსჯელობის განახლება და მონაწილეობითი მიდგომებისა და ღირებულებების გამოყენებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითად პრინციპებზე შეთანხმება და პრაქტიკულ საქმიანობაში მისი დანერგვა.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს, თავის პარტნიორებთან ერთად დიდი სურვილი აქვს განაახლოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების საკითხზე მუშაობა. სამოქალაქო სექტორის თვითრეგულირების საკითხზე მსჯელობის დაწყება საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო მონაწილეობისა და მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელია.
ქ. გორი, 7 ნოემბერი, 14:00 საათი - შეხვედრა გაიმართება ქ. გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. მისამართი: სტალინის ქ. №7;
ქ. ქუთაისი, 8 ნოემბერი, 12:00 საათი - ქ. ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. მისამართი: პუშკინის ქ. №6;
ქ. ზუგდიდი, 9 ნოემბერი, 10:00 საათი - ქ. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. მისამართი: რუსთაველის ქ. №52;
ქ. ბათუმი, 10 ნოემბერი, 12:00 საათი - ქ. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. მისამართი: ფარნავაზ მეფის ქ. №62–64;
ქ. ოზურგეთი, 11 ნოემბერი, 12:00 საათი - ოზურგეთის „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის" ოფისი. მისამართი: 26 მაისის ქ. №11ა.
სრულად...
დეკლარაციის სამუშაო ვერსია...