კახეთი. კახეთში, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ჰაბების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
ჰაბები რეგიონული პლატფორმებია, რომლებიც ხელს უწყობენ ინფორმაციის, გამოცდილების, შესაძლებლობების გაზიარებას. კერძოდ, ისინი ავრცელებენ ინფორმაციას რეგიონში პროექტის აქტივობების შესახებ, ურთიერთობენ ადგილობრივ აქტორებთან (სსო-ებთან, თვითმმართველობასთან, ადგილობრივ ბიზნესთან, მედიასთან, მოხალისეებთან, ახალგაზრდებთან და ა.შ.)
საკოორდინაციო შეხვედრების მიზანია განიხილონ პროექტის სინერგიები და გამოწვევები, STAR კონსორციუმის სტრატეგიული ხედვა.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში