ფონდი „აფხაზინტერკონტის“ (AIC) ინფორმაციით, 24 ივნისს, ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს სტუმრობდა.
„ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცერს მასპინძლობდა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი, რეგიონში დასაქმების ცენტრი - ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC).
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა რეგიონში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სათემო კავშირების წარმომადგენლებთან.
შეხვედრისას განხილულ იქნა სსო, სათემო კავშირების და სამოქალაქო საზოგადოების წინაშე რეგიონში არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის თემები, პროექტებში და გადაწყვეტილებების მიღებაში, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვასთან დაკავშირებული საკითხები“.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში