აჭარა. აჭარის რეგიონულმა ჰაბმა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, აჭარის 5 მუნიციპალიტეტში, საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის შეხვედრები გამართა.
„ჭვანის, ლეღვას, ხარაულას, თხილნარისა და განახლებას საჯარო სკოლებში, მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას აჭარის რეგიონში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, პროექტის შესაძლებლობებისა და აქტივობებზე“.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში