თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხზე მმართველი კოალიციის პოზიციის შესახებ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „5 ივნისს ხელისუფლებაში მყოფმა კოალიციამ „ქართული ოცნება" საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც, 2016 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა გარკვეული ცვლილებებით, კერძოდ: მაჟორიტარული სისტემით დეპუტატების არჩევისთვის 50% ბარიერი დაწესდება. აგრეთვე, ამომრჩეველთა ხმების თანასწორობის პრინციპის დასაცავად და მიმდინარე წელს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად, მაჟორიტარული ოლქების საზღვრები შეიცვლება. რაც შეეხება საარჩევნო სისტემის შემდგომ რეფორმას, ხელისუფლების განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება.
ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები, მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება იმ პრობლემებს, რომელიც მოქმედ საარჩევნო სისტემას ახასიათებს და იგი კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს საქართველოში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge