თბილისი. 17 ოქტომბერს,
18:00 საათზე, ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი და „საერთაშორისო განათლების ცენტრი"
სკოლის მე–10, მე–11 და მე–12 კლასელებისათვის გამართავენ ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის
ღია კარის დღეს. უნივერსიტეტის წარმომადგენელი – ტრეისი მინარდი, ჟურნალისტიკისა და
მასკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორები – მელოდი გილბერტი და მარკ ვოლმანი და „საერთაშორისო
განათლების ცენტრის" პროგრამების მენეჯერი – ნათია ნანავა, ჩაატარებენ პრეზენტაციას
ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობების შესახებ.დასწრება თავისუფალია.მისამართი: თბილისი, ჭოველიძის ქ. #10, ფონდი „ღია საზოგადოება
– საქართველოს" საკონფერენციო დარბაზი.
სრულად
წყარო: საერთაშორისო განათლების ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში