იმერეთი. დასრულდა სოციალური მეწარმეობის 60 საათიანი ტრენინგ-კურსი საპოლოტედ შერჩეული პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის. ტრენინგ-კურსის მოდული, სპეციალურად შეიქმნა პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტების მიერ, რომლებმაც ასევე კურსის განმახორციელებელი მასწავლებლებისათვის ტრენერთა ტრენინგი ჩაატარეს.
კოლეჯების „იბერია“, „კონსტრუქტ2“, „განთიადი“ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სასწავლო ცენტრის სტუდენტთა პირველ ნაკადს, შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა ისეთ თემებს როგორებიცაა: ბიზნესის წარმატებისთვის საჭირო ეკონომიკური მაჩვენებლების განსაზღვრა და გაანგარიშება; საკუთარ სამეწარმეო კომპეტენციებზე სამომავლო განვითარების გეგმის დასახვა; მომავლის შესაძლებლობების ამოცნობა და ოპტიმიზაცია; იდეების გენერირება, განვითარება და შეფასება; ბიზნესის დაგეგმვა; რესურსების მართვა და გამარტივებული ფინანსური აღრიცხვა ანგარიშგება.
ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ ChildFund Deutschland-თან პარტნიორობით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი