კახეთი. ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) თელავის დემოკრატიის სკოლამ მსმენელთა მეხუთე ნაკადი გამოუშვა, მონაწილეებმა 5 თვიანი პროგრამა დაასრულეს. სკოლაში შემაჯამებელი ტრეინინგი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, პოლიტოლოგმა ლევან ცუცქირიძემ წაიკითხა.
დასკვნით ღონისძიებას თელავში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიის წევრები, სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები ესწრებოდნენ.
NIMD-ის თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარვაშიძეს თქმით, ლექციაზე საუბარი შეეხო NIMD-ის სამომავლო გეგმებს და კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობის გაგრძელებას:
,,კურსი მოიცავდა იმ ძირითად აქტუალურ საკითხებს, რაც საჭიროა თანამედროვე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული და პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანებისათვის. რაც შეეხება ტრენინგს, ლევან ცუცქირიძემ წაიკითხა ლექცია საერთაშორისო პოლიტიკაზე, საქართველოს, მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკაზე და ზოგადად საქართველოს როლზე და საგარეო მიმართულებაზე/პრიორიტეტებზე. დამსწრეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე’’.