თბილისი. „ტფილისის ჰამქარი" მირზა შაფის პროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„2015 წლის 2 მარტს თბილისის არქიტექტურის სამსახურმა და ინვესტორმა (შპს „აპოლო გ.ს.") თბილისში მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადეს.. ... მირზა შაფის კონკურსმა გვაჩვენა, რომ ცხრავე წარმოდგენილი პროექტი: არღვევს ტრადიციულად ჩამოყალიბებული უბნის ერთიან მასშტაბს. უგულებელყოფს ლანდშაფტის თავისებურებას. არ ითვალისწინებს ტრადიციულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილის ხასიათსა და მხატვრულ-არქიტექტურულ მთლიანობას. ეწინააღმდეგება ისტორიული ქალაქის განვითარების საერთაშორისო პრინციპს „ფაქიზი განახლების" შესახებ.
... „ტფილისის ჰამქარი" მიიჩნევს, რომ თბილისის მერიამ, როგორც ქალაქის ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს პოლიტიკური ნება, არ დაასახელოს გამარჯვებული პროექტი და მკაცრად და საპროექტო უბნისთვის შესაფერისად გაწერილი პირობების და მიმართულების საფუძველზე გამოაცხადოს კონკურსის მეორე ეტაპი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება ახალ საპროექტო ჯგუფებსაც", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში