თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მინისტრ თეა წულუკიანის მითითებით, გრძელდება კულტურის სფეროდან არასასურველი კადრების დევნა. ეს პოლიტიკა, ამჯერად, გამოვლინდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, რომლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რუსუდან თევზაძე აიძულეს დაეტოვებინა თანამდებობა.
ორგანიზაცია გეგმავს, რუსუდან თევზაძის ინტერესების დასაცავად, მიმართოს სახალხო დამცველს და მოითხოვოს მის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.
„სამართლიანი არჩევნები“, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარდაჭერით, ახორციელებს სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.
სრულად...
წყარო: isfed.ge