თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გამოაქვეყნა განცხადება – „მთავრობა ტელეკომპანია „მაესტროს" არ უნდა კიცხავდეს კრიტიკული სიუჟეტის გამო". „საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ტელეკომპანია „მაესტროს" ჟურნალისტის ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში 18 მაისს გასული სიუჟეტი გააკრიტიკა. მიმართვაში ნათქვამია, რომ სიუჟეტი ტენდენციურ ხასიათს ატარებდა და ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა ისეთი სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა... ვფიქრობთ, რომ ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ყველა მედიასაშუალება მათთვის მისაღები ფორმით არ გააშუქებს მიმდინარე პროცესებს. ასევე, ხელისუფლების საქმიანობისა და პარტიების წინასაარჩევნო დაპირებების კრიტიკული ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოვებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, რათა ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს. მედიის მხრიდან მთავრობის მუშაობის მონიტორინგი და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესების დაცვა მედიის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. სწორედ ეს, ხშირად უსიამოვნო, საჯარო კონტროლი უწყობს ხელს მოხელეებისა და პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების ამაღლებას და ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის სისტემის დამკვიდრებას...", ნათქვამია გამჭვირვალობის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: transparency.ge