თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტუტი განცხადებას ავრცელებს. „დღეს გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ მაია ფანჯიკიძის განცხადება მისი ვიზიტების დროს გაწეული ხარჯების შესახებ. სადაც მან არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ სამინისტროდან მიღებული მონაცემები საზოგადოებისათვის სწორი ინტერპრეტაციით მიეწოდებინათ... ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში 2013 წელს სამინისტროების მიერ გაწეული სამივლინებო და როუმინგის ხარჯების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში გამოტანილი იქნა სწორედ ის მონაცემები, რომელიც ოფიციალურად იქნა მიღებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ასევე, გაკეთებული იქნა შესაბამისი მითითება, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა არა უშუალოდ მინისტრის, არამედ მისი ხელმძღვანელობით დელეგაციის ვიზიტის ხარჯს. გვინდა ხაზგასმით ავღინიშნოთ, რომ ჩვენს მიერ მონაცემები გამოქვეყნებული იქნა იმ სახით, რა ფორმითაც IDFI-იმ ის მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან", ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: idfi.ge