„ღია საზოგადოების ფონდის", „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", „ატლანტიკური საბჭოს" წარმომადგენლებმა ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრები გამართეს. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტთან, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ მაიკლ კელეჰერთან და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებთან; სენატორების - რობ პორტმანის, რონ ჯონსონის და კრის მერფის, კონგრესმენ ჯერი კონოლის ოფისებისა და USAID-ის წარმომადგენლებთან.
დელეგაციის წევრები, ასევე, შეხვდნენ აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ფრიდომ ჰაუსის, ჰერითიჯის ფონდის და NED-ის წარმომადგენლებს.
სრულად...
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში