თბილისი. 8 აგვისტოს, სოფელ ერგნეთში, გამყოფი ხაზიდან ასიოდე მეტრში, 10 წლის წინანდელ ომს გაიხსენებენ.
„სტუმრებს ერთდროულად ორი დამოუკიდებელი პროექტის პრეზენტაცია ელოდებათ, რომელთაც ერთი სათქმელი აერთიანებთ, ესენია: „მცოცავი საზღვრები" და 080808.
8 აგვისტოს 6 საათზე, ერგნეთში, ლია ჩლაჩიძის სახლში, სადაც მისი ინიციატივით აგვისტოს ომის მუზეუმი დაფუძნდა, მემორიალური აქცია გაიმართება და სტუმრები, მეხსიერების პორტალიდან ომგამოვლილი ადამიანების ისტორიებს წაიკითხავენ.
გამომცემლობა ინდიგო და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT სტუმრებს მეხსიერების პორტალს წარუდგენენ, რომელიც 2008 წელს ომგამოვლილი ადამიანების ისტორიებს ინახავს.
www.08.08.08.ge ბოლო ომის განსხვავებული პერსპექტივით, ადამიანის ბიოგრაფიიდან დანახვას ცდილობს.
ზეპირი ისტორიები ჩაწერილია ომგამოვლილ ადამიანებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, დევნილთა დასახლებებში და გორში.
პროექტი შეიქმნა ჟურნალ ინდიგოსა და GCRT-ის - წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის კოლაბორაციით და განხორციელდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.osgf.ge