თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა აქვეყნებს ნიკო ნიკოლაძის პუბლიკაციას: ჩემ პოლიტიკაზე.
„სამი მტერი ჰყავს ქართულ განვითარებას. ერთი – საკუთარი მწერლობის აზრის სივიწროე, თუ ინერცია გახლავსთ. მარტო ის სწამს და ახსოვს, რასაც დიდი ხანია შეჩვევია. დედა-ენის მეტი თუ რამ სჭირია ერს, ბევრს როდი ესმის. მეორე უბედურება ის გვჭირს, რომ ოჯახი, შკოლა ჯერ როდი გვაძლევს საკმაო მომზადებას. ამის გამო სხვის ლიტერატურაშიაც უფრო მჩატეს, შემცდარს, შეშლილსა და უვიც მწერლებს ვეწაფებით, ვინემ თანამედროვე ცოდნით დაიარაღებულს. მესამე, ორივეზე უფრო მძიმე გასაჭირი ისაა, რომ ვისაც ჩვენში ღირსებია ნამდვილი განათლების, სწორე ცოდნის, შეძენა, ის როდი ეკარება ჩვენს მწერლობას, ან ჩვენს საზოგადო საქმეებს. ამ მიზეზით ესენი თითქმის ერთიანად ერთობ დაუმზადებელ მეთაურების ხელშია. სულ ცოტა, ჩემ დროს ათას კაცს მაინც გაუთავებია ჩვენგანს უმაღლესი სასწავლებელი. სადაა მათი გავლენა ხალხის აზროვნებაზე?...”
სრულად...
წყარო: gdi.ge