თბილისი.ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სახალხო დამცველის აპარატიდან
მიღებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. აპარატმა სრულყოფილად გასცა პასუხი ორგანიზაციის
მოთხოვნას. ვებგვერდზე განთავსდა ინფრომაცია თანამდებობის პირების პრემიების, თანამშრომლების
პრემიების, მოქმედი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს, ორგანიზაციის
ბალანსის, ავტოპარკის ხარჯების, საკუთარი განცხადების საფუძველზე განთავისუფლებული
თანამშრომლების, ხელმძღვანელობის მიერ განთავისუფლებული თანამშრომლების,
დაფინანსებული ღონისძიებების, სამივლინებო ხარჯების, 2012 წლის 20 ოქტომბრიდან
დანიშნული თანამდებობის პირების ბიოგრაფიული მონაცემების, შიდა აუდიტის ანგარიშის,
საჯარო ინფორმაციის გაცემის ანგარიშების შესახებ.
სრულად
წყარო: opendata.ge