თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო კონსულტაციების წესის სრულყოფის წინადადებები გამოაქვეყნა. „მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას, ვფიქრობთ, სათანადოდ არ არის გაწერილი იმგვარი ქმედითი პროცედურები, რომლებიც უფრო ხელმისაწვდომს გახდიან ინფორმაციის მიღებას, გაამარტივებენ ინფორმაციის გავრცელების და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის პროცესს, ასევე უზრუნველყოფენ ოფიციალური წარმოების დაწყებამდე ყველა დაინტერესებული ჯგუფის მონაწილეობას პროცესში. ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის გზით, კერძოდ, იმ სფეროებთან დაკავშირებით სადაც პირთა ფართო წრის ინტერესებია მოაზრებული", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო კონსულტაციების წესის სრულყოფის წინადადებები
წყარო: idfi.ge