თბილისი. ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საარჩევნო სისტემების განვითარების,
რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან
მიღებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია თანამდებობის პირების პრემიების, თანამშრომლების
პრემიების, მოქმედი საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს, ორგანიზაციის
ბალანსის, ავტოპარკის ხარჯების, საკუთარი განცხადების საფუძველზე განთავისუფლებული
თანამშრომლების, ხელმძღვანელობის მიერ განთავისუფლებული თანამშრომლების, დაფინანსებული
ღონისძიებების, სამივლინებო ხარჯების, 2012 წლის 20 ოქტომბრიდან დანიშნული
თანამდებობის პირების ბიოგრაფიული მონაცემების, შიდა აუდიტის ანგარიშის, საჯარო
ინფორმაციის გაცემის ანგარიშების შესახებ.
ცენტრმა
უარით უპასუხა მოთხოვნას თანამდებობის პირების ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ,
რადგან განაცხადა, რომ ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შემცველია.
სრულად
წყარო: www.opendata.ge