თბილისი. მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მომუშავე სსო–ები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„გვსურს გამოვეხმაუროთ უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე დისკუსიას იმასთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს თუ არა დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დიალოგი აფხაზურ და ქართულ (ასევე, ოსურ და ქართულ) საზოგადოებებს შორის აუცილებელია სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა აქტორების და ჯგუფების მონაწილეობით. საგნობრივი დისკუსია შესაძლოა შეეხოს მთელ რიგ საკითხებს, როგორებიცაა: გაყოფილ საზოგადოებებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების გაფართოება, ადამიანების თავისუფალი მიმოსვლა და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი თემა, რაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახურება. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი დიალოგის ფარგლებში ევროკავშირში ინტეგრაციის თანმდევი სიკეთეების შესახებ საუბარი“.
სრულად...
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი