თბილისი. 22 ოქტომბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, IREX–S.A.F.E.-სა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან (IWPR) თანამშრომლობით მოაწყო სემინარი არჩევნების გაშუქებაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის. სესია საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისში ჩატარდა და მედიის წარმომადგენლებისთვის საჭირო პრაქტიკულ საკითხებს შეეხო.
ღონისძიებაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ რუხაძემ მედიის წარმომადგენელთა უფლებები, პასუხისმგებლობა და გაშუქების ეთიკური საკითხები განიხილა. პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარეს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მედია ანალიტიკოსმა დიანა ჩაჩუამ და IREX S.A.F.E. პროექტის ტრენერებმა. სემინარზე საუბარი შეეხო ჟურნალსიტების ფიზიკურ და ციფრულ უსაფრთხოებას, კანონმდებლობას და რეგულაციებში მიმდინარე ცვლილებებს, მედიაცენტრის და არასამთვრობო სექტორის მუშაობას არჩევნების დროს. IWPR-ის რეგიონალურმა დირექტორმა, ბექა ბაჯელიძემ აღნიშნა, რომ არჩევნების თემაზე მუშაობა არ მოიცავს მხოლოდ ერთ დღეს და არანაკლებ საინტერესოა ზოგადი ფონი, განსაკუთრებით ანალიტიკური სამუშაოსთვის. ბაჯელიძემ და IWPR-ის კავკასიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორმა, გიორგი კუპატაძემ სემინარის მონაწილეებს ინფორმაციის ანალიზისთვის საჭირო სპეციფიკა, მედია კომუნიკაციების ეფექტური გამოყენება და სხვა პრაქტიკული რჩევები გააცნეს.
წყარო:media.ge