თბილისი. 23 აგვისტოს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას კანდიდატურა წარადგინეს.
კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმად ორგანიზაციებმა „მხედველობაში მიიღეს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის სპეციფიკის კარგი ცოდნა, კანდიდატის არაპარტიული წარსული, პიროვნული ღირსებები, მათ შორის, პრინციპულობა და ობიექტურობა". კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო", კონსტიტუციის 42-ე მუხლი, მრავალეროვანი საქართველო, კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისთვის", განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი.
სრულად
წყარო: transparency.ge