კახეთი. 18-20 დეკემბერს, „სიდას" ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა მიგრაციის საკითხებზე.
ტრენინგის მიზანი იყო მიგრაციის სფეროში მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაცნობა მედიის წარმომადგენლებისთვის. ტრენინგის დროს მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: არალეგალური და ლეგალური მიგრაციის საკითხები, მიგრაციასთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა, შრომით ბაზარზე და სოციალურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, ტრეფიკინგის საფრთხეები, რეინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები, ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოში მიმდინარე პროცესები, ვიზა-ლიბერალიზაციის და ასოცირების ხელშეკრულების მიმართულებით განხორციელებული პროგრესი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში