ადამიანის უფლებათა სახლის ქსელის (HRHN) წევრებმა და პარტნიორებმა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს წერილით მიმართეს. „ჩვენ უკიდურესად ვგმობთ უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას მშვიდობიანი დემონსტრაციების დასაშლელად, რომლებიც მოჰყვა უკრაინის უარს, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე. ბ-ნო პრეზიდენტო, ჩვენ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაუქმდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალისმიერი ზომები და გამოიყენოთ არსებული დემოკრატიული საშუალებები სიტუაციის შესაფასებლად, ისეთი, როგორიც არის დებატები პარლამენტში იმის შესახებ, შეუძლია თუ არა მთავრობას სიტუაციასთან გამკლავება", ნათქვამია მიმართვაში. წერილს ხელს აწერენ თბილისის, კიევის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ბელგრადის, ოსლოს, ვორონეჟის, ერევანისა და ზაგრების ადამიანის უფლებათა სახლები, ასევე რუსეთის ადამიანის უფლებათა კვლევის, ცენტრის, ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდი და ფონდი რაფტო, ნორვეგია.
სრულად
წყარო: „კონსტიტუციის 42-ე მუხლის გვერდი სოციალურ ქსელში"