თბილისი. საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციები სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ციხეებში ბოლო თვეების მანძილზე მომხდარ მოვლენებს ეხმიანებიან. „მიგვაჩნია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული მთელი რიგი ღონისძიების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პატიმრების მდგომარეობა და მათი უფლებების დაცვა. თუმცა, იმ მძიმე მემკვიდრეობის გათვალისწინებით, რაც ახალ ხელისუფლებას ერგო, განსაკუთრებით ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით, რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევებიც, მათ შორის, საზოგადოებაში წლების განმავლობაში გამყარებული ნეგატიური სტერეოტიპები და სასჯელაღსრულების სისტემისადმი არსებული უნდობლობა; ამ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ ნდობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით და სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურის დამკვიდრებით შეიძლება მოხდეს.
ამ მიზნის მისაღწევად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცვლილებად მიგვაჩნია არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ციხეებში მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება. ..", ნათქვამია განცხადებაში
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: საია, ციხის საერთაშორისო რეფორმა, 42–ე მუხლი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია", ახალგაზრდები სამართლიანობისათვის, საზოგადოებრივი დამცველი.
სრულად
წყარო: gyla.ge