თბილისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს
ეროვნული პლატფორმის საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ქვეჯგუფის
ინიციატივით მზადდება საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს
შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. სამოქალაქო საზოგადოების
ინსტიტუტის აღნიშნულ ინიციატივას, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე პარლამენტის
წევრებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხვედრაზე გამოითქვა, აქტიურად
გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.
საზოგადოებრივი
ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჯგუფმა (ვაჟა სალამაძე, ვაკო ნაცვლიშვილი, თინათინ
ბოლქვაძე, ზაალ ანჯაფარიძე, დავით ლოსაბერიძე, კოტე კანდელაკი) შეიმუშავეს
მემორანდუმის პროექტი, რომელიც წარედგინა პარლამენტის თავმჯდომარეს. პარალელურად
ტექსტზე მუშაობა მიმდინარეობდა ეროვნული პლატფორმის ქვეჯგუფშიც. ერთობლივი
მუშაობის შედეგად ტექსტი დაიხვეწა და შეჯერდა. 9 ივლისს გამართული ქვეჯგუფის
შეხვედრაზე, ქვეჯგუფის წევრებმა მოიწონეს და კონსენსუსით მხარი დაუჭირეს
მემორანდუმის ხელმოწერას.
კონსულტაციები
საქართველოს პარლამენტთან კვლავ გრძელდება. ინფორმაციას ამ პროცესის შესახებ
მომავალშიც მოგაწვდით.
გაეცანით
მემორანდუმის ტექსტს და კონკრეტული კითხვებისა თუ საკითხების შესახებ დაუკავშირდით
ქვეჯგუფის კოორდინატორს – ვაჟა სალამაძეს ელ–ფოსტით: vazha@civilin.org
მემორანდუმი