თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ხალხის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველო, უკრაინის მსგავსად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადს წარადგენს.
თბილისი. პირველი არხი საქართველოს წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მუსიკალურ მარათონს „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართავს.
თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი და მისი აპარატი გმობს რუსეთის ღია, ფართომასშტაბიან აგრესიას დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ.
იმერეთი. 26 თებერვალს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრთან „ლოგომედთან“ და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, ბაღდათში ბავშვებსა და ზრდასრულებს უფასო გამოკვლევებს შესთავაზებს მეტყველების დარღვევათა სრული დიაგნოსტირებისთვის.
თბილისი. რონდელის ფონდი აქვეყნებს ორგანიზაციის ანალიტიკოსის, ნინო ჩანადირის ბლოგპოსტს „ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის“.