თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გიზიარებთ ლია დეკანაძის ბლოგპოსტს: სოციალური სამართლიანობა ისლამის ძირითად წყაროებში.
„არც ისლამის ძირითადი ტექსტები გვარწმუნებენ, რომ აბსოლუტური სამართლიანობის სრულიად მიღწევა შესაძლებელია დედამიწაზე, ან რომ ის იქნება გარანტირებული ძალისხმევის გარეშე. ისლამში ადამიანი რაციონალურ, არჩევანის მქონე არსებადაა მიჩნეული, რომლის მდგომარეობაც მანამ არ შეიცვლება, სანამ ეს უკანასკენლი თავად არ გადაწყვეტს ამას “ეს იმის გამო, რომ ალაჰი არ შეცვლის წყალობას, რომელიც უწყალობა ხალხს მანამ, ვიდრე თვითონ არ შეცვლიან იმას, რაც მათ სულებშია (თავებშია ლ.დ)” (8:55(53)). საზოგადოებები და ინდივიდები სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის ფორმირებისთვის მუდმივად უნდა სწევდნენ ძალისხმევას. მუსლიმური უმა/საზოგადოება, რომლის ჩამოყალიბებასაც მუჰამადი (დმს) ესწრაფვოდა სამართლიან წესრიგს, ინდივიდუალურ თავისუფლებასა და თანასწორუფლებიანობას ისახავდა მიზნად თითოეული ინიდვიდისა და ჯგუფის განსხვავებულობის, უნიკალურობისა და მრავალფეროვნების აღიარებითა“.
სრულად...
წყარო: socialjustice.org.ge