თბილისი. მედიის ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის ფაქტს კრიტიკულად აფასებენ.
„22 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, მრჩეველთა საბჭომ, გიორგი კოხრეიძე აირჩია. კოხრეიძემ პირველ კენჭისყრაზე საბჭოს ოთხი წევრიდან ორის ხმა მიიღო, რამდენიმე წუთში გამართულ განმეორებით კენჭისყრაზე კი სამი ხმა და გამარჯვებული გახდა და მაუწყებლის დირექტორად 3 წლის ვადით დაინიშნა“, - ნათქვამია განცხადებაში, - „არასამთავრობო ორგანიზაციები მედიის ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა ცენტრი კრიტიკულად არიან განწყობილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ვაკანტურ ადგილზე გიორგი კოხრეიძის არჩევის გამო. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესების გაუმჭვირვალედ ჩატარება, ხელისუფლების ინტერესია, რათა, წინასაარჩევნოდ, გავლენა გააძლიეროს ტელემაუწყებელთა სარედაქციო პოლიტიკაზე. ასევე მიგვაჩნია, რომ გიორგი კოხრეიძის აქამდე გაკეთებული განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოში მედია პლურალიზმს და მიანიშნებს ხელისუფლების უხეშ ჩარევაზე საზოგადოებრივი მაუწყებლობის სარედაქციო პოლიტიკაში“.
სრულად...
წყარო: http://www.humanrights.ge