თბილისი. 29 ნოემბერს, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს ორგანიზებით თბილისის მედიაკონფერენცია 2013 ჩატარდება. ღონისძიებას ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები და ექსპერტები დაესწრებიან და ქართულ მედიაში არსებულ ვითარებას შეაფასებენ, იმსჯელებენ განვითარების პერსპექტივაზე.
კონფერენციაზე შემდეგი თემები განიხილება: ახალი პოლიტიკური რეალობის გავლენა მედიაზე, სარედაქციო დამოუკიდებლობა, ჟურნალისტური სტანდარტი, თემების მრავალფეროვნება, მაუწყებლის რეგულირება, თვითრეგულირება, ციფრული მაუწყებლობის გამოწვევები, საზოგადოებრივი მაუწყებელის საკითხი, მედიის ფინანსური გამჭვირვალობა და სარეკლამო ბაზარი.
კონფერენციის დღის წესრიგი
წყარო:media.ge