თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და სპეციალისტები მიმართავენ ქალაქის მერსა და საკრებულოს, უარი თქვას ლაგუნა ვერეს მიმდებარედ, ცათამბჯენების მშენებლობაზე.
„ქალაქის მერმა, მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მოიწონა პროექტის იდეა, ტერიტორიის მოსაწესრიგებლად აუცილებელ ღონისძიებად შეაფასა და მისი მშენებლობის განხორციელების გარანტიები შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად განხილული, მშენებლობის არქიტექტურული პროექტი და კანონით გათვალისწინებული აუცილებელი კვლევები. ასევე, წინასაპროექტო კვლევით არ არის წარმოდგენილი ჯერვანი ინფორმაცია ამ მასშტაბისა და სიმჭიდროვის მშენებლობის ზეგავლენის შესახებ საინჟინრო, საცხოვრებელ, სოციალურ, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურაზე, რაც საჯარო ინტერესის საზიანოდ, გავლენიანი კერძო პირის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების, მორიგი პრეცედენტის განტკიცების საფრთხეს ქმნის.
მივიჩნევთ, რომ პროექტის იდეა შეიცავს ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურებისა და სატრანსპორტო გამტარუნარიანობის კიდევ უფრო გართულების საფრთხეებს და მისი განხილვა დაუშვებელია“.
ვრცლად...
წყარო: osgf.ge