კახეთი. დედოფლისწყაროში, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) წარმომადგენლებმა პროექტის - „ხანძრების მართვის ეროვნული პოტენციალის გაზრდა და ბუნებრივი ხანძრების რისკის შემცირება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში" – ფარგლებში, ხანძრების მართვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
თბილისი. 6
ნოემბერს, ლიბცენტრმა გამართა დისკუსია - „უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხოელებს
მიწის ყიდვის უფლება?”დისკუსიისას ცენტრის წევრებმა წარმოადგინეს
არგუმენტები თუ რატომ უნდა / არ უნდა ჰქონდეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს
საქართველოში მიწის ყიდვის უფლება.
ქვემო ქართლი. 5 ნოემბერს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები, ესტუმრნენ მარნეულის რაიონის სოფელ ქასუმლოს, ბაიათლოს და ბეითარაბჩას, რათა უკეთ შეესწავლათ სოფელში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მდგომარეობა.
ნოემბერში ორგანიზაცია „რადარამმა" დევიდ გრებერის - „დემოკრატიის პროექტის" - ქართული თარგმანი გამოსცა. ამასთან დაკავშირებით ზუგდიდში, მესტიასა და ქუთაისში პრეზენტაციების სერია მოეწყო.
თბილისი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი( EPRC) ვესტმისტერის დემოკრატიის ფონდის (WDF) მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტის წევრებისა და კომიტეტების აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგ კურსს იწყებს.
თბილისი. 31 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდა - „ადრეული, ქორწინება, გამომწვევი მიზეზები და შედეგები” - გაიმართა.
კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 31 ოქტომბერს, მშვიდობის კორპუსის ორგანიზებით, გაიმართა დისკუსია თემაზე „მულტიკულტურალიზმი და გამოხატვის თავისუფლება".
თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სახელწოდება – „APT28: რუსეთის კიბერ-ოპერაციები ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში".
თბილისი. 27-30 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სამ დღიანი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველის წარმომადგენლობის პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და საოჯახო საკითხთა დეპარტამენტის წევრები.
თბილისი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა 15 სექტემბერს გამოცხადებულ საგრანტო კონკურში გამარჯვებული ორგანიზაციები გამოაქვეყნა.
აჭარა. 25-26 ოქტომბერს, „სთეფ ფორვარდის" ორგანიზებეით სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობლებისათვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, რომელსაც ფასილიტაციას უწევდა მეტყველების თერაპევტი ნინო ტრაპაიძე.