თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" ინსტიტუციური დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ დავით დარახველიძეს შეხვდნენ. დიალოგის მთავარი საკითხები იყო: სამინისტროს ახალი პოლიტიკა ადგილნაცვალი პირების სოციალურ-ეკონომიკურ, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით, სამინისტროს ახალი ხედვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადგილნაცვალი პირების რეინტეგრაციის მიმართულებით, სამინისტროს ახალი პოლიტიკის პერსპექტივები და მოლოდინები დევნილთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბრუნების მიმართულებით, სამინისტროს საერთაშორისო და რეგიონალური კავშირების გამოყენების შესაძლებლობა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებთან მჭიდრო კავშირების მიმართულებით, სამინისტროს 2014 წლის პრიორიტეტები და ა.შ
პროექტის ფარგლებში, ეს ორგანიზაციის მიერ გამართული მეორე შეხვედრა იყო.
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში