თბილისი. 26 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საზოგადოებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლის შედეგები წარუდგინა.

„ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის 16 ტომიანი საქმე, მათ შორის, საპარლამენტო კომისიის დასკვნა, სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში შეისწავლა.

სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ჩაუტარებელი, დაგვიანებით ჩატარებული ან არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. გამსახურდიას ცხედარზე საქართველოს მხარეს არ ჩაუტარებია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური და სხვა რელევანტური ექსპერტიზები, შესაბამისად, არ არის უტყუარად დადგენილი მის სხეულზე (მათ შორის, თავზე) არსებული დაზიანებების რაოდენობა, მათი ხანდაზმულობა და წარმოშობის მექანიზმი. ასევე, დაუდგენელია გამსახურდიას ხელზე დენთის წვისა და სხვა სროლის პროდუქტების არსებობა, რომელსაც მაღალი ალბათობით შეეძლო დაედასტურებინა ან გამოერიცხა თვითმკვლელობის ვერსია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში