თბილისი. 2017 წლის 8 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. საქართველოს პარლამენტმა რიგით მეექვსე სახალხო დამცველი 5 წლის ვადით 30 ნოემბერს აირჩია.
თავის პირველ სამუშაო დღეს ნინო ლომჯარიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურთან ერთად მისი პრიორიტეტი იქნება სოციალური და ეკონომიკურ უფლებების დაცვა, აპირებს გააძლიეროს ოფისის მუშაობა მოწყვლადი ჯგუფების (ბავშვთა, ქალთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა) უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე ყურადღებას გაამახვილებს ჯანსაღი ცხოვრების და დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე. ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს რეგიონული ოფისების გაძლიერებას და აპარატის თანამშრომელთათვის ღირსეული სამუშაო პირობებს შექმნას.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ვაშინგტონის სენტ-ლუისის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი ნინო ლომჯარია 2016–2017 წლებში იყო გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე, 2003 წლიდან 2016 წლამდე ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა ორგანიზაციებში: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), „ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქსელი" (ENEMO), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ნინო ლომჯარია საქართველოს უნივერსიტეტში დღემდე კითხულობს სალექციო კურსს – „დემოკრატია და საარჩევნო სისტემები", გასულ წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის რანგში კითხულობდა „საარჩევნო სამართალის" კურსს; არის ოცამდე კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი