თბილისი. 14 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გაიხსნა გამოფენა, „გზაჯვარედინი ‒ საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება."
„ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული XIX-ХХ საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე მხატვრების - შალომ კობოშვილის, დავით გველესიანის, მაქს ტილკეს, ვანო ხოჯაბეგოვის, ოსკარ შმერლინგის, რიჰარდ ზომერის, ილია ზანკოვსკის, ბორის რომანოვსკი, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის, ვასილი შუხაევის და სხვათა ფერწერული ტილოები. ასევე, სხვადასხვა ეთნოსის კოსტიუმები, რელიგიური სიმბოლიკა და ატრიბუტები, რომლებიც საქართველოს რელიგიურ-ეთნიკურ მრავალფეროვნებას და ტოლერანტობის ტრადიციას ასახავს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში