კახეთი. თელავში გაიმართა არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა „თვითმმართველობის დონეზე გენდერული საბჭოების ფორმირება".
თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით გამოსცა სამაგიდო წიგნები თვითმმართველობის მოხელეებისთვის, რომლის ავტორია ალექსანდრე სვანიშვილი.
სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს ინფორმაციას სათაურით: „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაგეგმილი ატესტაცია გარკვეულ კითხვებს აჩენს".
თბილისი. 9 ნოემბერს, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრისა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.
იმერეთი. 7 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა „ღია თვითმმართველობა 3" პროგრამასთან დაკავშირებით.
თბილისი. „საქართველოსა და ნორვეგიის ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ" თემაზე - „ადგილობრივი თვითმართველობების მუშაობის შეფასება" კონფერენცია გამართა.
ქვემო ქართლი. ,სიდამ” გამოსცა სახელმძღვანელო ბროშურა „დასახლების საერთო კრება", რომელშიც განხილულია დასახლების საერთო კრების ფუნქციები, ვალდებულებები, უფლებამოსილებები, მოწვევისა და რჩეულის არჩევის წესები.
თბილისი. 8 ივლისს, „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის" (NALAG) მიერ განხორციელებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის" ფარგლებში დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.
თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს ახალ ბლოგს: „27 მუნიციპალიტეტში შრომის ანაზღაურების ხარჯები კანონით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტია".
თბილისი. 16 ივნისს, ორგანიზაციებმა „სიდა" და „სამართლიანი არჩევნები" კონფერენცია „თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა და დეცენტრალიზაციის პროცესი - სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებები" გამართეს.
სამეგრელო–ზემო სვანეთი. „დემოკრატიის ინსტიტუტი " და ასოციაცია „ათინათი", არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში.
თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დასავლეთ საქართველოს 44 მუნიციპალიტეტიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული წარმომადგენლობა შეისწავლა.