თბილისი.თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ამოქმედდა იურიდიული დახმარების ცენტრი,
რომელიც სოციალურად დაუცველ, ღარიბ მოქალაქეებს გაუწევს უფასო სამართლებრივ
დახმარებას. პროექტს ახორციელებენ ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები
- ადამიანის უფლებათა ცენტრი და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი". პროექტის
ფარგლებში, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, ხუთი იურისტი
სამართლებრივ მომსახურებას გაუწევს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენას:
სოციალურად დაუცველ პირებს, დევნილებს, უნარშეზღუდულ ადამიანებს, პენსიონერებს,
პატიმრებს და სხვა დახურულ ინსტიტუციებში მყოფ ადამიანებს. მიმდინარე საქმეები
გასაჩივრდება სასამართლო ინსტანციის ყველა დონეზე.
მოქმედებს.
ცხელი ხაზი - სისხლის სამართლის
საკითხებზე:
2 14 80 94;
სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებზე: 2 18 04 71.
სრულად
წყარო:
humanrights.ge