17 ივნისს, 11:00 საათზე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ვორქშოფი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობაზე. მისი მიზანია მიაწოდოს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსების მოძიების შესაძლებლობებზე. ტრენინგების ციკლი მომზადებულია უცხოელ ექსპერთებთან კონსულტაციის შედეგად და სამი სესიისგან შედგება: ფილანტროპია და მოხალისეობა, გრანტები და სახელმწიფო დაფინანსება, სოციალური მეწარმეობა.
მისამართი:გორი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი